„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

13 ივლისს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საბურთალოს რაიონში, დემეტრე თავდადებულისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 13 ივლისს, საღამოს 23:00 საათიდან, 14 ივლისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდებაა:

საბურთალოს რაიონში: გაგარინის, ტაშკენტის და ბუდაპეშტის ქუჩების ნაწილს; კანდელაკის, გოთუას, თამარაშვილის, ზემო ვეძისის და ვაზისუბნის ქუჩებს; ვაშლიჯვრის დასახლებას, კვანტალიანის, ოდესის, მ. ასათიანის და მიმდებარე ქუჩებს, მარშალ გელოვანის გამზირს;

დიდი დიღმის I-IV მიკრორაიონებს, ფარნავზ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, ჯავახიშვილის, ფედერიკ მონპერეს, ნიკო ბურის, ჰუბერტის, ხატაეთის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, მესხის, ბარათაშვილის, თოფურიძის და მიმდებარე ქუჩებს; დიდი დიღმის კერძო დასახლებას, ბენდუქიძის დასახლებას, ამერიკის საელჩოს მიმდებარე დასახლებას, ქოშიგორას დასახლებაში - უდაბნოს, მოწამეთა, კელასაურის და ჭავჭავაძის ქუჩებს; სასოფლოს დასახლებას, სოფელ ზურგოვანაში - ჩოხელის, სამაჩაბლოს, კოსტავას და აფხაზეთის ქუჩებს;

აღამაშენებლის ხეივანი მე-12 კმ-ს, დიღმის მასივის I კვ-ის N10-12 კორპუსებს.

გლდანის რაიონში - ზაჰესში გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო