ოპოზიცია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით დღეს პრეზიდენტს მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის ინფორმაციით, დღეს ოპოზიციის საერთო დოკუმენტი გამოქვეყნდება, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევისკენ მოუწოდებენ.

როგორც წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია პუნქტების შესრულება იყოს არა სიმულაცია, არამედ მოხდეს მკაფიო და სწრაფი მოქმედება, რომ ეს გეგმა შესრულდეს.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ხელისუფლების ჩართულობა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, რომ სხდომების ჩატარება დაჩქარებული წესით მოხდეს.

„არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს გეგმა როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის 12 პუნქტი. ეს გეგმა მოიწონა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და მიმართულია იმ კანონების შეტანაზე პარლამენტში განსახილველად, რომელიც ითვალისწინებს გეგმის შესრულებას. ჩვენთვის მნიშნელოვანია პუნქტების შესრულება იყოს არა სიმულაცია, არამედ მოხდეს მკაფიო, სწრაფი მოქმედებები იმისათვის, რომ ეს გეგმა შესრულდეს. სწორედ ამიტომ, დღეს იქნება მიმართვა პრეზიდენტის სახელზე და დაველოდებით მის პასუხს. ასევე მნიშვნელოვანია „ოცნების“ ხელისუფლება ჩაერთოს ამ საქმეში და პასუხისმგებლობით მიუდგეს ამ საქმეს, საჭირო იქნება პარლამენტის სხდომის დაჩქარებული წესით მოწვევა და კომიტეტების განხილვების დაჩქარებული წესით წარმოება. არ მაქვს დიდი ოპტიმიზმი, რომ ხელისუფლება ამას გააკეთებს. მზად იქნება ხელმოსაწერად განცხადება, რომელსაც ცოტა ხანში წარმოვადგენთ და დავინახავთ - ვინ არის რეალური ოპოზიცია, ვინ კი ხელისუფლების ინტერესების ლობირებით არის დაკავებული“, - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ