კრწანისის ტყეპარკში გამწვანების მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, კრწანისის ტყეპარკში გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბუნების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე ღობის პერიმეტრი გამწვანდა, მოეწყო დეკორატიული სკვერები და სარწყავი სისტემები. ტყეპარკში სხვადასხვა სახეობის 1073-მდე მწვანე ნარგავი დაირგა და ბალახის საფარიც დაიგო. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მულჩირების სამუშაოებიც განხორციელდა.

,,ტერიტორიაზე, როგორც წითელი ნუსხის, ასევე დეკორატიული მოყვავილე და მარადმწვანე მოზრდილი მცენარეები დაირგო, მათ შორის, ძელქვა, თელა, წაბლი, ლაფანი, ელდარის ფიჭვი, ნეკერჩხალი, ირმის რქა, ხემარწყვა, ოლეანდრა შტამპზე, იაპონური სოფორა, ლიმონის კვიპაროსი ბურთის და სპირალის ფორმის, ფოტინია ბურთის ფორმის, ფიტოსპორუმი, ფშატი, წყავი, ღვია გართხმული, ტუია ნანა, იაპონური კვიდო, მინდვრის ნეკერჩხალი, ლოროპეტალუმი, ლავანდა ბურთის ფორმის, ჩიტავაშლა, წივანა, ჟასმინი და ნანდინა.

პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო” 2021-2024 წლებში განხორციელდება, რომელიც დაეხმარება ველური ბუნების სააგენტოს გააუმჯობესოს მართვის ეფექტიანობა და ხელი შეუწყოს საქართველოს ველური ბუნების მდგრად მართვას. პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში არსებულ პრიორიტეტებთან. პროექტის საერთო ღირებულებაა 6 802 343 ევრო, ხოლო ველური ბუნების სააგენტოს საგრანტო ბიუჯეტი 2 919 714 ევროა.

პროექტის ფარგლებში, კრწანისის ტყეპარკში რეკრეაციისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე გათვალისწინებული პირველი საჯარო სივრცე შეიქმნება, რომელიც იმგვარად მოეწყობა, რომ არსებული ეკოსისტემა შენარჩუნდეს და აღდგეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს