შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ ევროპარლამენტის წევრებს, ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები - ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ ოპოზიციის რადიკალურ დღის წესრიგს, ჩახედონ რეკომენდაციას, რომელიც შეეხება დეპოლარიზაციას

ყველა, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, შეურაცხყოფას აყენებს ქართულ დემოკრატიას, მათ შორის, ასეთი განცხადებებით. ეს არის სწორედ რადიკალური დღის წესრიგის ხელშეწყობა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს განცხადებას, რომ „დეოლიგარქიზაცია დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას ნიშნავს“.

პაპუაშვილის განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯი უკვე გადადგა იმისთვის, რომ რიტორიკა შერბილდეს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ შორის, ევროპარლამენტის წევრებს, რომ ნაცვლად იმისა, ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას მისი რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის, რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც შეეხება დეპოლარიზაციას და ნუ იქნებიან თავად პოლარიზაციის წამქეზებლები, ასეთი განცხადებები აქეზებს პოლარიზაციას და ეწინააღმდეგება მათ შორის, ევროკავშირის სულისკვეთებას. ერთადერთი რამის თქმა შემიძლია, კონკრეტულად ეს დეპუტატი თავადვე ეწინააღმდეგება ევროკავშირის სულისკვეთებას, აქეზებს საქართველოში პოლარიზაციას და მათ შორის, ამ კუთხით შეურაცხყოფს ქართულ დემოკრატიას.

პოლიტიკურ ელიტაში პოლარიზაცია პრობლემა რომ არის, ამას ყველა ვხედავთ. საქმე იმაშია, „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ნაბიჯი გადავდგით მათ შორის, იმისთვის, რომ რიტორიკა შერბილდეს, სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამაში არ მოგვყვება და კვლავ რჩება მაპოლარიზებულ რიტორიკაში, სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი იმავე რიტორიკას (იზიარებს)“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წლიური ანგარიშის განხილვისას განაცხადა, რომ „დეოლიგარქიზაცია დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას ნიშნავს“.

"თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიგო, თუ რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროკომისიის წინადადებაშია აღნიშნული, მე დავეხმარები, რომ გაიგოს - ეს ნიშნავს საქართველოს "დებიძინიზაციას" ან "დეივანიშვილიზაციას", - განაცხადა უკნევიჩიენემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია