დიდი ლიტერატურული ტურნე გრძელდება - გაიგეთ, რომელ ქალაქებში შეძლებთ საყვარელ ავტორებთან შეხვედრას

“ბიბლუსის“ დიდი ლიტერატურული ტურნე გრძელდება. ყველასთვის საყვარელ მწერლებთან შეხვედრა უკვე გაიმართა რუსთავში, გორში, თელავსა და ბორჯომში. ტურნე, რომელიც 7 ივლისს დაიწყო, 26 ივლისს ბათუმში დასრულდება. ეს გახლავთ საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის ლიტერატურული ღონისძიება, რომელშიც საზოგადოებისთვის საყვარელი ავტორები მონაწილეობენ. ისინი მკითხველებს სხვადასხვა ქალაქში ხვდებიან. ტურნეს ორგანიზატორია საქართველოში წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელი „ბიბლუსი“.

„ტურნეს ფარგლებში 4 შეხვედრა უკვე გაიმართა. საზოგადოების მხრიდან დაინტერესება საკმაოდ მაღალია. მოხარულები ვართ, რომ მკითხველებს საშუალებას ვაძლევთ, საყვარელ ავტორებს შეხვდნენ, გაესაუბრონ, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღონ და ავტოგრაფიც გამოართვან. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა, რომელიც ფართო საზოგადოებაში წიგნის სიყვარულს ზრდის. ჩვენი კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია წიგნზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ტურნეც. ვეცადეთ, მაქსიმალურად ბევრი ქალაქი მოგვეცვა და გვიხარია, რომ საზოგადოების მხრიდან დადებითი გამოხმაურებაც მივიღეთ,“ - აცხადებენ „ბიბლუსში“.

დიდი ლიტერატურული ტურნე გრძელდება. ტურნეს ფარგლებში კიდევ დაგეგმილია შეხვედრები შემდეგ ქალაქებში:

14 ივლისი, ბაკურიანი

19 ივლისი, ზესტაფონი

20 ივლისი, ქუთაისი

21 ივლისი, სამტრედია

22 ივლისი, ზუგდიდი

23 ივლისი, ოზურგეთი

25 ივლისი, ბათუმი

26 ივლისი, ბათუმი

„ბიბლუსმა“ ტურნეს დაგეგმვისას სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მქონე მკითხველის ინტერესები გაითვალისწინა. სწორედ ამიტომ მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობენ ავტორები, რომლებიც სხვადასხვა ჟანრში წერენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის ლიტერატურული ტურნე საქართველოში პირველად ეწყობა.

(R)

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა