ანონსი 14 ივლისი

ანონსი 14 ივლისი

14 ივლისს, 09:30 საათზე, სოლიდარობის ცენტრისა და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებითა და ამერიკის შრომის დეპარტამენტის მხარდაჭერით, მრგვალი მაგიდა თემაზე: „შრომითი უფლებები და შრომის უსაფრთხოება სოფლის მეურნეობის სექტორში“ გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: პროფკავშირების გაერთიანებისა და ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები

მის: მერაბ კოსტავას ქ.#14, სასტუმრო „რუმსი“

14 ივლისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, ნარკოტიკების მოხმარების ზიანის შემცირებაზე ორიენტირებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართება.

მის: თელავის 20

საკონტაქტო: ანა ტოკლიკიშვილი - 595 22 19 99

14 ივლისს, 10:00 საათზე, გორში „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი გარემოვაჭრეების დარბევის პრევენციის მიზნით ორგანიზებულ, „მორიგეობის აქციაში" კვლავ მიიღებს მონაწილეობას, ასევე კვლავ მათთან ერთად ჩაერთვება გარევაჭრობის სიმბოლურ პროცესშიც.

მის: გორი, გურამიშვილის გამზირი, იუსტიციის სახლთან.

საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 597 001 923

14 ივლისს, 10:45 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ნაციონალური მოძრაობის“ მედიების ტყუილების მხილება“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

14 ივლისს, 11:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

14 ივლისს, 11:00 საათზე, ეკოტოქსიკოლოგი, გაეროს ექსპერტი ხათუნა ახალაია „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: დაბინძურებული ხილი და ბოსნტეული, ნიტრატები და ნიტრატები საზამთროსა და ნესვში.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: 599 72 65 65

14 ივლისს, 12:00 საათზე, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე პარლამენტთან ბრიფინგს გამართავს.

თემა: ანა დოლიძე სამუშაო ჯგუფს დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით წარუდგენს ხედვას და განმარტავს „დექართუზაციის“ წინადადების მნიშვნელობას.

მის: პარლამენტი (საშვთა ბიუროს შესასვლელთან)

საკონტაქტო: 598 40 30 23.

14 ივლისს, 12:00 საათზე, პარტია „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ფოთში ბრიფინგს გამართავს.

თემა: სანქცირებული რუსული კომპანიების კავშირები ნავთობის ქართულ ბაზარზე

მის: ფოთი, აღმაშენებლის 8, „დროას“ ოფისი

საკონტაქტო: თამარ ღვინიანიძე - 599367070

14 ივლისს 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრი“ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.

მის: პარლამენტი (საშვთა ბიუროს შესასვლელის მხრიდან)

საკონტაქტო: 598 43 30 23

14 ივლისს, 14:00 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის „საინფორმაციო ტექნოლოგიები ინდუსტრიის განვითარებისთვის“ ფარგლებში, სტუდენტური ბიზნეს პროექტების გამოფენა გაიმართება.

მის.: ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი, მე-5 შესახვევი, K კორპუსი

14 ივლისს, 17:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება ბათუმში.

მის: ბათუმი, სასტუმრო „ჰილტონი“ (რუსთაველის გამზ. N40)

14 ივლისს, 18:00 საათზე, „საქართველოს ევროპული ფორუმის“ ფარგლებში გორში საჯარო შეხვედრა ჩატარდება.

მის: გორი, Arthouse

საკონტაქტო: ირინე კურტანიძე - 598 10 10 56