დიმიტრი ხუნდაძე - თუ ამჟამინდელი ევროპული ღირებულებით, მიშაა ყველაზე მაღალი დემოკრატი და ბიძინა არის ოლიგარქი, მაშინ დასავლეთი საკუთარ თავს ასცდა

თუ ამჟამინდელი ევროპული ღირებულებით, მიშაა ყველაზე მაღალი დემოკრატი და ბიძინა არის ოლიგარქი, მაშინ დასავლეთი­ საკუთარ თავს ასცდა,- ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ხუნდაძემ ისაუბრა, რატომ არის საქართველოს ხელისუფლება საზღვრებს გარეთ გარკვეული წრეებისთვის მიუღებელი.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მორჩილი არაა.

„ის [ხელისუფლება] არ არის ყველაფერზე ხელის მომწერი და მორჩილი. ყველა გადაწყვეტილებას, ყველა შეთანხმებას, პოლიტიკურ ვაჭრობასაც, საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ზომავს. საერთო პოლიტიკაში ზოგჯერ ეს რთულად მართვად პროცესად ითვლება. მაგრამ ხელისუფლება სწორად იქცევა. თუ რეზოლუცია არის იმ სულისკვეთების, რომ ბატონი ბიძინა უნდა წავიდეს და მიშა უნდა მოვიდეს, გაგახსენებთ - 2012 წელს, როდესაც საზოგადოება იცავდა საარჩევნო ყუთებს, თვითორგანიზებით სწორედ იმიტომ, რომ ის ხელისუფლება იყო ძალადობრივი და მიუღებელი. და თუ ახლა, ამჟამინდელი ევროპული ღირებულებით, მიშაა ყველაზე მაღალი დემოკრატი და ბიძინა არის ოლიგარქი, მაშინ, უკაცრავად, მაგრამ დასავლეთი თავის ღირებულებებში საკუთარ თავს ასცდა“,- განაცხადა ხუნდაძემ.

გარდა ამისა, ხუნდაძემ გადაცემაში ისაუბრა ოპოზიციაზე და განაცხადა, რომ ისინი წარსულში „ნაღლიცინარი“ დარჩნენ.

„იღლიცინეს [ოპოზიციამ], როდესაც ჩემი ჩართულობით საკონსტიტუციო ცვლილებების სწორ გზაზე დაყენება მოხდა - დარჩნენ ნაღლიცინარი.

ვინ დარჩა ბოლოს გაღიმებული? ტრიბუნიდან ვაფრთხილებდი, რომ ჩვენ ვართ მეტნი და ანგარიში გაუწიეთ იმას, რომ ეს ჩავარდება. მათ იღლიცინეს. ჩემი ღირებულებითი ნაწილი იყო ის, რომ იმ ეტაპისთვისაც და ალბათ ახლაც, გარკვეული სტაბილურობის გარანტი არის მაჟორიტარული სისტემა. ის, რომ ეს ნამდვილად ჩემი აზრია და არავის დაკვეთა არ იყო, შეგიძლიათ ნახოთ - 2016 წელს, როდესაც არჩევნებში მონაწილეობას ვიღებდი და ჩემმა გუნდმა გამსვლელთა სიაში ჩამსვა, ღიად გავაკეთე განცხადება, რომ პარლამენტში შევალ მხოლოდ პირდაპირი არჩევნების წესით, ანუ როდესაც მაჟორიტარულს მოვიგებ. სხვათა შორის ორი სავარძლით შევედი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა