დეველოპერული კომპანია „აქსისი“ ახალ აქციას იწყებს

დეველოპერული კომპანია „აქსისი“ ახალ აქციას იწყებს. საცხოვრებელი ან კომერციული ფართის შეძენის შემთხვევაში მყიდველი 10%-იან ფასდაკლებასთან ერთად 5%-იან ქეშბექს მიიღებს. უძრავი ქონების ბაზარზე, მსგავსი შემოთავაზება პირველადაა ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ინფორმაციას „აქსისი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ორმაგი შემოთავაზება Axis- გან გულისხმობს, რომ ქეშბექის თანხა 5% დააკლდება მხოლოდ მეორე შენაძენს უძრავი ქონების ზომის მიუხედავად. დამატებითი ბენეფიტია ისიც, რომ ქეშბექის გადაცემა შესაძლებელია ნებისმიერ მესამე პირზე იქნება ეს ოჯახის წევრი, თუ მეგობარი. ეს შეთავაზება საშუალებას იძლევა მეგობრებმა ერთ სამეზობლოში მოიყარონ თავი.

„საგულისხმოა, რომ ქეშბექი მოქმედებს გადახდის ნებისმიერი პირობის შემთხვევაში, იქნება ეს შიდა განვადება თუ ერთიანი გადახდა.

დეველოპერული კომპანიის დასრულებული პროექტების პორტფელი საკმაოდ შთამბეჭდავია და მოიცავს ისეთ მასშტაბურ და მათ შორის, მულტიფუნქციურ კომპლექსებს, როგორიცაა: აქსისი მცხეთის ქუჩაზე; აქსისი პეტრიაშვილზე; აქსისი არაყიშვილზე: აქსისი თამარაშვილზე; აქსისი ყაზბეგის 24- ში; აქსისი აბაშიძეზე; აქსისი ჭავჭავაძის 75- ში; აქსისი ჭავჭავაძის 49-ში - II,III, IV ბლოკები; აქსისი წინამძღვრიშვილის 125 -ში; აქსისი დიდუბეში - კედიას 10-ში და რა თქმა უნდა, თბილისის ახალი ლენდმარკი - აქსის თაუერსი.

აქცია ძალაშია 2022 წლის ბოლომდე და ვრცელდება „აქსისის“ შემდეგ პროექტებზე: „აქსისი ცინცაძის 26“ და „აქსისი საირმის 51” ,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა