„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, მათი მხარდაჭერით, ლაგოდეხში „მახაშვილების რანჩო“ განვითარებას განაგრძობს

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, ლაგოდეხში „მახაშვილების რანჩო“ ფართოვდება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბანკის მიერ გაცემული 200,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია 3,000 კვ.მ. საჯინიბოს მოწყობას, ცხენების და საჭირო ინვენტარის შეძენას მოხმარდა.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, რანჩო ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებთან ახლოსაა განთავსებული და ამჟამად საჯინიბოს, ცხენებისთვის განკუთვნილ საჯირითო სივრცეს და ევროსტანდარტების შესაბამის თავლას აერთიანებს.

„მახაშვილების რანჩო“ მომხმარებელს პროფესიონალი გიდების ჩართულობით საცხენოსნო ტურებსაც სთავაზობს.

„ლაგოდეხი ჩემთვის ბავშობაში აქ გატარებულ ლამაზ დღეებთან ასოცირდება. აქ გადმოსვლაც სწორედ აქაური ბუნების, მიწის და მხარის სიყვარულის გამო გადავწყვიტე. აქ გატარებული ყოველი დღე ერთგვარი თავგადასავალია. „მახაშვილების რანჩო“ ის საქმიანობაა, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს და რითაც ვცდილობ, ბუნებასთან ურთიერთობის ბედნიერება და სიყვარული სხვებსაც გავუზიარო“, - ამბობს „მახაშვილების რანჩოს“ ხელმძღვანელი, გივი მახაშვილი.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, სამომავლოდ, პროექტი ადგილზე კოტეჯების განთავსებას ითვალისწიებს, სადაც სტუმრები შეძლებენ დარჩნენ და კიდევ უფრო სასიამოვნოდ და კომფორტულად გაატარონ დრო ბუნებასთან და ცხენებთან ერთად. მათი ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 5,000,000 ლარს შეადგენს.

„მოხარული ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში „მახაშვილების რანჩო“ აგრძელებს განვითარებას. აღნიშნული, ერთადერთი მსგავსი ტიპის სივრცეა კახეთის მხარეში, რომელიც უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დამსვენებლებში. მსგავსი პროექტები მნიშნელოვნად უწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ტურიზმის განვითარებას. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს სამომავლო გეგმების განხორციელებაში, ჩვენ კი ვაგრძელებთ ქვეყნის მასშტაბით საინტერესო ბიზნეს პროექტების მხარდაჭერას“, - აცხადებს „საქართველოს ბანკის“ მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსი, გიორგი ბოჩიკაშვილი.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, მათი მხარდაჭერით, ლაგოდეხში „მახაშვილების რანჩო“ განვითარებას განაგრძობს

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, ლაგოდეხში „მახაშვილების რანჩო“ ფართოვდება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბანკის მიერ გაცემული 200,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია 3,000 კვ.მ. საჯინიბოს მოწყობას, ცხენების და საჭირო ინვენტარის შეძენას მოხმარდა.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, რანჩო ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებთან ახლოსაა განთავსებული და ამჟამად საჯინიბოს, ცხენებისთვის განკუთვნილ საჯირითო სივრცეს და ევროსტანდარტების შესაბამის თავლას აერთიანებს.

„მახაშვილების რანჩო“ მომხმარებელს პროფესიონალი გიდების ჩართულობით საცხენოსნო ტურებსაც სთავაზობს.

„ლაგოდეხი ჩემთვის ბავშობაში აქ გატარებულ ლამაზ დღეებთან ასოცირდება. აქ გადმოსვლაც სწორედ აქაური ბუნების, მიწის და მხარის სიყვარულის გამო გადავწყვიტე. აქ გატარებული ყოველი დღე ერთგვარი თავგადასავალია. „მახაშვილების რანჩო“ ის საქმიანობაა, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს და რითაც ვცდილობ, ბუნებასთან ურთიერთობის ბედნიერება და სიყვარული სხვებსაც გავუზიარო“, - ამბობს „მახაშვილების რანჩოს“ ხელმძღვანელი, გივი მახაშვილი.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, სამომავლოდ, პროექტი ადგილზე კოტეჯების განთავსებას ითვალისწიებს, სადაც სტუმრები შეძლებენ დარჩნენ და კიდევ უფრო სასიამოვნოდ და კომფორტულად გაატარონ დრო ბუნებასთან და ცხენებთან ერთად. მათი ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 5,000,000 ლარს შეადგენს.

„მოხარული ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში „მახაშვილების რანჩო“ აგრძელებს განვითარებას. აღნიშნული, ერთადერთი მსგავსი ტიპის სივრცეა კახეთის მხარეში, რომელიც უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დამსვენებლებში. მსგავსი პროექტები მნიშნელოვნად უწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ტურიზმის განვითარებას. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს სამომავლო გეგმების განხორციელებაში, ჩვენ კი ვაგრძელებთ ქვეყნის მასშტაბით საინტერესო ბიზნეს პროექტების მხარდაჭერას“, - აცხადებს „საქართველოს ბანკის“ მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსი, გიორგი ბოჩიკაშვილი.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო