სტუ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის უპრეცედენტო პროგრამაში - „ერთი პროექტი სტუ-ის ფაბლაბთან ერთად“ აფხაზეთიდან დევნილი 14 სკოლა ჩაერთო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის უპრეცედენტო პროგრამამ - „ერთი პროექტი სტუ-ის ფაბლაბთან ერთად“ აფხაზეთიდან დევნილი საჯარო სკოლები მოიცვა. ამ ეტაპზე, პროგრამაში აფხაზეთიდან დევნილი 14 სკოლის 70-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, პროგრამა - „ერთი პროექტი სტუ-ის ფაბლაბთან ერთად“, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა გასული წლიდან დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს, გათვლილია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი სკოლებისა თუ ქართული დიასპორებისთვის. მათივე ინფორმაციით, უპრეცედენტო პროგრამის იდეა სტუ-ის ფაბლაბში დაიბადა და მას დღემდე ანალოგი არ გააჩნია. პროგრამის მეშვეობით, პირველად საქართველოში, სკოლის მოსწავლეებს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, თავიანთი უნარების გამოვლენისა და კრეატიული იდეების განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ.

როგორც სტუ-ს ფაბლაბის ხელმძღვანელი გიორგი ფრანგიშვილი განმარტავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იდეას სწრაფად გამოეხმაურა არაერთი საჯარო სკოლა და ქართული სათვისტომოები.

„ერთი პროექტი სტუ-ის ფაბლაბთან ერთად“ პირველი პროგრამაა, რომლის განხორციელება სტუ-ის ფაბლაბმა უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დაიწყო და რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა. პროგრამა პანდემიის პირობებში ამუშავდა, თუმცა ამ ფაქტმა მუშაობაში ხელი ვერ შეგვიშალა. მიზნის მისაღწევად, ფაბლაბმა სამიზნე ჯგუფების ონლაინ ფორმატში გაერთიანება და პროგრამის ამოქმედება შეძლო და მიუხედავად ონლაინ ურთიერთობისა, მოსწავლეებში ფაბლაბის მიმართ დიდი ნდობა გაჩნდა, რაც პროგრამის მიმდინარეობაზეც დადებითად აისახა. სტუ-ის ფაბლაბმა სკოლის მოსწავლეებს მისცა საშუალება აქტიურად ჩართულიყვნენ ახალ პროგრამაში, ეფიქრათ კრეატიული იდეებზე, მათ თემატურ დამუშავებასა და საბოლოო პროდუქტის დამზადებაზე“, - აღნიშნავს გიორგი ფრანგიშვილი.

ამასთან, გიორგი ფრანგიშვილი დასძენს, სასიხარულოა, რომ პროგრამის - „ერთი პროექტი სტუ-ის ფაბლაბთან ერთად“ ფარგლებში ჩატარებულ თითოეულ აქტივობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სტუ-ის ფაბლაბის პროგრამაში აქტიურად არის ჩართული აფხაზეთიდან დევნილი არაერთი საჯარო სკოლა. თითოეულ სკოლაში, მოსწავლეების უშუალო ჩართულობით, ექსკლუზიური პროდუქტი შეიქმნა.

„პროგრამის ფარგლებში, საინტერესო პროექტები შეიქმნა. ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის N11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სტუ-ის ფაბლაბის მიერ ორგანიზებული ტრენინგების შედეგად მიღებული ცოდნის საფუძველზე, ზუგდიდის ტექნოპარკში დამოუკიდებლად შექმნეს ილია ვეკუას სტენდი ბარელიეფით. საგულისხმოა, რომ რუხის ინოვაციურმა ცენტრმა, რომელიც გახსნის დღიდან თანამშრომლობს ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის N11 საჯარო სკოლასთან, ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა პროექტის მონაწილეებს. შედეგად, სკოლის ფოიე არა მხოლოდ გალამაზდა, არამედ მოსწავლეებს მათემატიკის, როგორც ზუსტი მეცნიერების საიდუმლოებებში შეღწევისა და მისი დაუფლების განწყობა შეუქმნა. ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეთა ჯგუფმა ჭკვიანი ზარი დაამზადა, სხვა ჯგუფმა - სტარტერი და ა.შ. სტუ-ის ფაბლაბის გუნდის მენტორობით, საბოლოო ჯამში, მოსწავლეებმა თვითონ გადაწყვიტეს, რომელი პროექტი იქნებოდა მნიშვნელოვანი კონკრეტული სკოლისთვის“ - აცხადებს გიორგი ფრანგიშვილი.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის პორტფოლიო 300-ზე მეტ განხორციელებულ ინოვაციურ პროექტს, ინსტალაციას, მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტში, ღონისძიებასა თუ კონკურსში წარმატებულ მონაწილეობას აერთიანებს. სტუ-ის ფაბლაბის პროექტები 3D პრინტერების, CNC რუტერების, ლაზერული მჭრელებისა და სხვა დანადგარების მეშვეობით შექმნილი „გონიერი“ ნივთები და პროტოტიპებია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო