ბექა დავითულიანი - ის, რომ ოპოზიციას დეპუტატები აკლდება, მხოლოდ მათი ბრალია და არა ჩვენი - მათ ეს  შედეგი უნდა იწვნიონ, ჩვენ რა შუაში ვართ?!

ის, რომ ოპოზიციას დეპუტატები აკლდება, მხოლოდ მათი ბრალია და არა ჩვენი - მათ ეს შედეგი უნდა იწვნიონ, ჩვენ რა შუაში ვართ?! – ასეთია “ქართული ოცნების“ დეპუტატის ბექა დავითულიანის პასუხი კითხვაზე, იქნება თუ არა მმართველი გუნდის მხრიდან დეპოლარიზაციისკენ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი, ოპოზიციის მოთხოვნის გათვალისწინება და ანულირებული სიების აღდგენის გადაწყვეტილების მიღება.

როგორც დავითულიანმა განაცხადა, ოპოზიციამ თავის დროზე სიების “ჩახსნა“ სწორედ პოლარიზაციის გაღრმავებისთვის გამოიყენა.

„მათ იცოდნენ კანონი, იცოდნენ ამას რა შედეგი მოჰყვებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ სიტუაცია გაემწვავებინათ, სიები ჩახსნეს. დღეს იღებენ შედეგს, როცა დეპუტატებს მათ მიერვე ჩახსნილი სიების გამო ვერ იმატებენ.

საარჩევნო სიები ოპოზიციის გადაწყვეტილებით ჩაიხსნა და კანონის მიხედვით მათი აღდგენა არ შეიძლება. კანონის შეცვლას იმის გამო, რომ ოპოზიციას მაშინ ისე სურდა და ახლა ასე სურს, პირადად მხარს არ ვუჭერ - რატომ არ უნდა აცადო ადამიანს ის შედეგი მიიღოს, რა ნაბიჯიც თავად გადადგა?!“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთ საპარლამენტო მანდატს კარგავს. პარლამენტის დღის წესრიგში დეპუტატ ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დგას, რასაც თავის მხრივ, ვარშალომიძის მიერ სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა იწვევს.

ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტში მისი ადგილმონაცვლე ვერ შევა, რადგან საპარლამენტო ოპოზიციის, მათ შორის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიები გაუქმებულია. ოპოზიცია კი ჯამში პარლამენტში ექვს მანდატს კარგავს.

ცნობისთვის, პარლამენტში ადგილმონაცვლეები არ ჰყავთ ნიკა მელიას, ზაალ უდუმაშვილს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას. შესაბამისად, მათი მანდატები გაუქმდა. ანალოგიურად მოხდება ვარშალომიძის შემთხვევაშიც.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე