ბექა დავითულიანი - ჩვენ, დეკემბრის თვემდე, როგორც ეს ნათქვამი გვქონდა, ყველა პირობას შევასრულებთ და გავუგზავნით ევროკომისიას

ჩვენ, დეკემბრის თვემდე, როგორც ეს ნათქვამი გვქონდა, ყველა პირობას შევასრულებთ და გავუგზავნით ევროკომისიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ყველა რეკომენდაციის აღსრულებისთვის მზად არის, მათ შორის ინსტიტუციური რეფორმისთვის, რომელიც დეოლიგარქიზაციას შეეხება.

"ჩვენ ვთქვით, აგერ არის რეკომენდაციები, მისი აღსრულების გეგმა და მობრძანდით. თუ ამ კარებში არავინ შემოვა, არაფერი შეიცვლება, მაგრამ ეს ჩვენი ბრალი არ იქნება.

ყველა რეკომენდაციის აღსრულებისთვის ვართ მზად და დეოლიგარქიზაცია ეწერა სამივე ქვეყანას. ეს საქართველოსთვის რეალური პრობლემა არ არის და სხვა ქვეყნებისთვის რეალური პრობლემაა. ინსტიტუციურ რეფორმირებაზეც მზადყოფნა გამოვთქვით. ევროკომისიამ გვითხრა, რომ მათ ინსტიტუციონალურად უნდათ, რომ რეფორმები განვახორციელოთ და გარკვეულმა ევროპარლამენტარებმა გვითხრეს, რომ ჩვენ ერთ ადამიანს ვებრძვით, რომელსაც პოლიტიკურ ოპონენტად აღვიქვამთო. ეს ადამიანი აღარ არის პოლიტიკაში. პოლიტიკაში არის „ქართული ოცნება", რომელიც აირჩია ქართველმა ხალხმა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან ბრძოლა არის ქართველი ხალხის არჩევანთან ბრძოლა,"- განაცხადა დავითულიანმა.

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას რიგგარეშე სხდომის გამართვის თაობაზე და აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტი სხდომას ჩანიშნავს, ბევრი კანონია გაჩერებული, მათ შორის ისიც, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო და ალბათ, მორიგი საკითხების განხილვა მოხდება.

„გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი. ამაზე უმრავლესობის ფორმატში მსჯელობა არ ყოფილა. რეკომენდაციების შესრულების ნაწილში იმდენი სამუშაოა გასაწევი, მე ამ სხდომის მიზანს ვერ ვხვდები, რადგან არაფერია ჯერ მომზადებული, რაც შეიძლება განიხილო. თუმცა, კანონები ბევრია გაჩერებული, მათ შორის ის კანონიც, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, მათ შორის, ერთ- ერთი კანონია, რომლის ინიციატორი მეც ვარ, ძალიან მეჩქარება და სიამოვნებით, მესამე მოსმენით გავიტანდი კენჭისყრაზე. არ ვიცი, თუ ჩაინიშნა, ალბათ, მორიგი საკითხების განხილვა მოხდება,"- განაცხადა დავითულიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა