პროკურორი - თუ იქნება შესაბამისი სტანდარტი, რომელიმე სხვა პირის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის „კანონიერი ქურდების“ მიმართაც, ყველას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება

თუ იქნება შესაბამისი სტანდარტი რომელიმე სხვა პირის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის „კანონიერი ქურდების“ მიმართაც, ყველა ფიგურანტი პირის ქმედებას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება, - ამის შესახებ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის საქმეზე დაკავებული 9 პირის საქმის პროკურორმა, ვახტანგ ცალუღელაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პროკურორის თქმით, ბრალდებულების ნაწილი ბრალად წარდგენილ ქმედებას აღიარებს და საკუთარ ჩვენებაშივე დაადასტურეს ის გარემოებები, რასაც ბრალდებით ედავებიან.

„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და 9-ვე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იყო პატიმრობა. მოცემულ საქმეზე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება მათ შორის ფარული მიყურადება, სატელეფონო საუბრის მოსმენა და აუდიო-ვიდეო გადაღება, რამაც შექმნა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რომ მათ მიმართ დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა. საქმეზე გამოძიება გრძელდება, თუ იქნება შესაბამისი სტანდარტი რომელიმე სხვა პირის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, მათ შორის „კანონიერი ქურდების“ მიმართაც, ყველა ფიგურანტი პირის ქმედებას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. ბრალდებულების ნაწილმა მისცა ჩვენება და საკუთარ ჩვენებაში დაადასტურეს ის გარემოებები, რასაც ჩვენ ბრალდებით ვედავებით. მათი ნაწილი აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას“, - აღნიშნა ვახტანგ ცალუღელაშვილმა.

თავის მხრივ, როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის, გოჩა ცეცხლაძის ადვოკატმა თამარ აბესაძემ აღნიშნა, „სასამართლო ბრალდების მხარის ლეგენდაზე წამოეგო“, თუმცა 9- თვიანი პატიმრობის შემდეგ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

,,ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მოსამართლის განმარტებას ნამდვილად არ ვსაჭიროებდით. ერთხელ და საბოლოოდ, ის სტიგმა და სტერეოტიპი, რომელიც 223 (უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და დაფინანსება) მუხლთან დაკავშირებით არსებობს, უნდა დაინგრეს. ბრალდების მხარის ლეგენდაზე რომ სასამართლო წამოეგება, ეს არ შეიძლება, ზუსტად ვიცი, რომ 9 თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლო გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს. საქმის მასალები არ იძლევა შესაბამის საფუძვლებს, მხოლოდ ჭორაობის გამო ადამიანი არ შეიძლება იყოს დაკავებული“, - აღნიშნა თამარ აბესაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისა და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე დაკავებულ ცხრა პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, მათგან 2-ს დაუსწრებლად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა