მაია სანდუ - არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას იმისთვის, რომ იაფი გაზი გვქონდეს

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, არ სურს ქვეყნის ნაწილის გაყიდვა „გაზპრომთან“ უფრო მომგებიანი, მაგრამ მოკლევადიანი კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ.

„არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას იმის გამო, რომ ნახევარი წლის განმავლობაში იაფი გაზი გვქონდეს. ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია და ჩვენ უნდა გავამყაროთ ეს. დიახ, ახლა რთულია, ყველასთვის რთულია, რადგან ამ ხნის განმავლობაში არ შეიმუშავეს ალტერნატივა, არ განახორციელეს ინვესტიცია ენერგეტიკულ პროექტებში - მაშინ ამით არ იყვნენ დაინტერესებული. პროექტები, რომლებსაც ახლა ვაკეთებთ, 4-5 წელიწადში ანაზღაურდება“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, გაზის მიწოდების შესაძლო შეჩერების გამო მთელი მსოფლიო მძიმე ზამთრისთვის ემზადება და გამონაკლისი არც მოლდოვაა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია