გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივლისს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: მაღაროსკარი, ბარისახო, ზემო ხორხი, ჩარგალი, მილახვრიანი, პირმისაანი, წიფრანი, თხილიანა, ჩუბინიანთკარი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.