შალვა პაპუაშვილი - ევროპელი კოლეგები საუბრობენ სულისკვეთებაზე, არავინ საუბრობს შინაარსზე - 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია, არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, ასევე ოპოზიციის მხრიდანაც

ერთადერთი, ვინც 19 აპრილის შეთანხმებას კეთილსინდისიერად ასრულებდა, „ქართული ოცნება“ იყო. თუმცა, როდესაც ვნახეთ, შეთანხმება რადიკალიზაციის ინსტრუმენტად იქცა, ჩვენ ეს რადიკალიზაციის საფუძველი ოპოზიციას გამოვაცალეთ იმით, რომ შეთანხმების ანულირება მოხდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ევროპელი კოლეგების განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია ხდება.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, არ არსებობს ოპოზიციური პარტია, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებას მიჰყვა.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ხდება გარკვეული მანიპულაცია. ყოველ ჯერზე, ევროპელი კოლეგები საუბრობენ სულისკვეთებაზე, არავინ საუბრობს შინაარსზე. მარტივი ტერმინოლოგიური სხვაობა არის 19 აპრილის შეთანხმების შინაარსსა და სულისკვეთებას შორის და რანაირად ხდება, რომ ნათქვამი, “სულისკვეთება“, მაშინვე ითარგმნება შინაარსად?! სინამდვილეში, ყველაფერი არის მარტივად. ის, რაც ევროკავშირმა ჩათვალა შესასრულებლად მნიშვნელოვნად 19 აპრილის შეთანხმებაში, სიტყვა სიტყვით ამ 12 პუნქტში გადმოიტანა.

19 აპრილის შეთანხმება ანულირებული არის არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხრიდან, ასევე ოპოზიციის მხრიდანაც. პარტია „ლელომ“ საარჩევნო რეფორმას ხმა არ მისცა, არა და ეს მათი ვალდებულება იყო 19 აპრილის შეთანხმებით. მეორეჯერ დაარღვია, როდესაც მამუკა ხაზარაძემ მანდატი დატოვა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა მას შემდეგ, რაც ეს შეთანხმება იყო ანულირებული, ორ კვირაში პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. არ არსებობს პარტია, რომელიც ამ შეთანხმებას მიჰყვა. ერთადერთი, ვინც 19 აპრილის შეთანხმებას კეთილსინდისიერად ასრულებდა, „ქართული ოცნება“ იყო. თუმცა, როდესაც ვნახეთ, 19 აპრილის შეთანხმება რადიკალიზაციის ინსტრუმენტად იქცა, ჩვენ ეს რადიკალიზაციის საფუძველი გამოვაცალეთ იმით, რომ შეთანხმების ანულირება მოხდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი