პროკურატურაში ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაო შეხვედრაში საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ევროკავშირის მხრიდან პროექტში ჩართული ექსპერტი კენეტ რაიტი მონაწილეობდნენ.

„გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა ევროკავშირის ექსპერტს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს პროკურატურის როლი და მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.

ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო პრაქტიკაზე ისაუბრეს და საქართველოში მოქმედი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მექანიზმებსა და კანონმდებლობის შესახებ იმსჯელეს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
კახა ოქრიაშვილი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს