ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით კონსულტაციებს მართავს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქვეყანაში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში საერთაშორისო აკრედიტაციისა და სტანდარტების დასანერგად, კონსულტაციებს მართავს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ მიზნით, მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაცია Joint Commission International (JCI)-ის რეგიონულ მმართველ დირექტორს მურატ ქუჩუკაის შეხვდა.

„JCI პაციენტთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად მუშაობს და პარტნიორებს სხვა მომსახურებებთან ერთად, საერთაშორისო აკრედიტაციას, საკონსულტაციო და სერტიფიცირების სერვისებს სთავაზობს.

შეხვედრაზე, მხარეებმა, კლინიკებში მაღალი სტანდარტების აუცილებლობასა და მსოფლიოში აღიარებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის აკრედიტაციის სტანდარტებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს საქართველოში მათი დანერგვის სტრატეგია და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, სამინისტროს პრიორიტეტია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებში, მოქალაქეებმა, მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება მიიღონ, რასაც უწყების 2020-2030 წლების სტრატეგიაც ითვალისწინებს.

პროცესების მაქსიმალური ეფექტურობისთვის, სამინისტროს წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ საქართველოში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების წარმადგენლებთან“,-აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს