იაგო ხვიჩია - შეიძლება სასულიერო პირების მოწვევაა სხდომაზე საჭირო, რომ კოლეგებმა ნაკლებად იჩხუბონ, შეიძლება მანდილოსნები დავასწროთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გარემო არ იყოს საჩხუბარი

შეიძლება სასულიერო პირების მოწვევაა სხდომაზე საჭირო, რომ კოლეგებმა მათი თანდასწრებით ნაკლებად იჩხუბონ, შეიძლება მანდილოსნები დავასწროთ, გააჩნია, ვის რა მოსწონს, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გარემო არ იყოს საჩხუბარი, არამედ იყოს სასაუბრო , - ამის შესახებ გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სესიის მოწვევის საკითხს გამოეხმაურა.

ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი შესაძლოა, ფიქრობდეს, რომ სესიაზე მისი ვეტოს განხილვაც მოხდება.

"დეჟავუ მაქვს იმის, კარი რომ იყო დაკეტილი, ოპოზიცია რომ ვერ შევიდა და სხდომა არ ჩატარდა, ამასაც ვუშვებ, მაგრამ ვაითუ ეგ არ მოხდეს და "ქართული ოცნება" გამოცხადდეს დარბაზში, ამ შემთხვევაში ოპოზიციას ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს პოზიცია და იქ დრო არ დაიხარჯოს ჩხუბსა და კამათში და ისეთ რამეში, რაც დესტრუქციის საშუალება მისცემს ხელისუფლებას. უნდა შეძლონ საქმეზე საუბარი, რომელიც ამ მნიშვნელოვან მომენტში ჩვენს ქვეყანას ეხება. ეს რთულად წარმომიდგენია, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შევძლოთ, შეიძლება სასულიერო პირების მოწვევაა საჭირო, რომ მათი თანდასწრებით ნაკლებად იჩხუბონ კოლეგებმა, შეიძლება მანდილოსნები დავასწროთ, გააჩნია, ვის რა მოსწონს, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გარემო არ იყოს საჩხუბარი, არამედ იყოს სასაუბრო,", - განაცხადა ხვიჩიამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს