სხვადასხვა სამუშაოს  ჩატარების გამო 17 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 17 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„თელასის“ ცნობით, დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, სამხედრო დასახლების, რამაზ შენგელიას, ილია ვეკუას, შეშელიძის, ხევძმარის, მარკ ბრონშტეინის, კორინთას, ხიზაბავრის, ომარ ხიზანიშვილის, ქერჩის, ახმეტელის და ალეკო გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ავთანდილ ღოღობერიძის, ცოტნე დადიანის, ქსოვრელის, დაისის, ზესტაფონის, ღრმაღელის, კნოლევის, თამაზ ტოროშელიძის, მექანიზაციის, თმოგვის, ქართლის, გურამიშვილის, გვაზაურის და გუდამაყრის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა