ანონსი 16 ივლისი

ანონსი  16 ივლისი

16 ივლისს, 11:00 საათზე, რუსთავში, „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ინიციატივით სასამართლოს გუშაგების ქსელის შეხვედრა გაიმართება.

მის: ქ.რუსთავი, რუსთაველის ქ. N30ა. (დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისი).

16 ივლისს, 14:00 საათზე, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, გაიმართება შეხვედრა ახალგაზრდებთან არსებული ვირუსების, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობისა და მისი რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით უსაფრთხოების შესახებ.

მის: ქუთაისი, წერეთლის 69

საკონტაქტი: 577 21 13 00

16 ივლისს, 14:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთის კვირეულის ფარგლებში თუშეთს ესტუმრება და ომალოში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება.

16 ივლისს, 15:00 საათზე, სადგურის მოედანზე, „ბავშვთა სამყაროსთან“ „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, გარემოვაჭრეებთან ერთად, გამოფენა-აქციას „ჩვენ გვინდა ევროპული გარე ვაჭრობა და არა მისი აკრძალვა“ გამართავს.

საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 597 00 19 23

16 ივლისს, 18:00 საათზე, ბათუმში, „საქართველოს ევროპული ფორუმის" საჯარო შეხვედრა გაიმართება.

მის: ბათუმის უნივერსიტეტის ეზო

საკონტაქტო პირი: ირინე კურტანიძე 598 10 10 56