გია ვოლსკი - ევროპარლამენტის დეკუბილიუსიზაცია უნდა მოხდეს

კუბილიუსიზაცია არის საკმაოდ დიდი საფრთხე, რომელიც შეიძლება ევროპარლამენტს დაემუქროს - მისი დეკუბილიუსიზაცია უნდა მოხდეს - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, არც კუბილიუსი და არც რასა იუკნევიჩიანე არ არის ევროპარლამენტი და ევროკავშირი.

"ევროპარლამენტმა მიიღო ზუსტად ის რეზოლუცია, ისეთი ტექსტი, როგორიც მას "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადააწოდა. ყველა ევროპარლამენტარი არ იყო ამ დესტრუქციულ საქმიანობაში ჩართული. ბევრი დაარწმუნეს, ბევრი ამ პოზიციას იკავებდა და უნდა მივესალმოთ იმ პოზიციას, რომელიც რამდენიმე ათეულ ევროპარლამენტარს გააჩნდა, 218 - მე ევროპარლამენტარმა ამას მხარი არ დაუჭირა, მაგრამ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ევროკავშირი არ არის კუბილიუსი. კუბილიუსიზაცია არის საკმაოდ დიდი საფრთხე, რომელიც შეიძლება ევროპარლამენტს დაემუქროს. იუკნევიჩიანეც ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ, ეს არის ლიეტუვას ყოფილი თავდაცვის მინისტრი , რომელიც კუბილიუსის პერიოდში იკავებდა ამ პოზიციას. ბევრი თემაა, რომელიც საკმაო სერიოზულ ეჭვებს აჩენს, ასევე, სავსებით უტაქტო, ყოველგვარ ზღვარს გადასული მათი განცხადებები ივანიშვილის მიმართ და გინდა მმართველი პარტიის თუ ხელისუფლების მიმართ. ევროპარლამენტი არ არის იუკნევიჩიანე და არც კუბილიუსი არ არის ევროპარლამენტი, მით უმეტეს არ არის ევროკავშირი, სულ სხვა გამოწვევებია მსოფლიოს წინაშე და ევროკავშირი ამ თამაშებში არ იღებს მონაწილეობას, რომელიც "ნაცმოძრაობამ" მოგვახვია თავს. ევროპარლამენტის დეკუბილიუსიზაცია უნდა მოხდეს", - განაცხადა ვოლსკიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა