საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე და საქართველოსა და აზერბაიჯანის პროკურატურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მართლმსაჯულების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, დანაშაულთან ბრძოლაში გამოცდილების გაზიარებაზე, საქართველოსა და აზერბაიჯანში სისხლის სამართლის სფეროში ბოლო წლებში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე და დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ეფექტიანი ბრძოლის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს, აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს აზერბაიჯანის პროკურატურის ისტორიული მუზეუმი და პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერებინა.

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს, საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე და აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი კამრან ალიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდნენ.

პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის პროკურატურებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს