გია ვოლსკი - ოპოზიციის ულტიმატუმს შეუერთდა პრეზიდენტი - ნამდვილად არ წაადგება არსებულ სიტუაციას

პრეზიდენტი ოპოზიციის ულტიმატუმს შეუერთდა, - ასე ეხმიანება "ინტერპრესნიუსთან" პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სესიის მოწვევაზე განკარგულების გამოცემას.

როგორც ვოლსკი განმარტავს, მმართველი გუნდი იმ დღის წესრიგით და გრაფიკით გააგრძელებს ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებით მუშაობს, როგორც ეს გაწერილი ჰქონდათ.

"წარმოდგენილია 4 საკითხი, მათ შორის, მხოლოდ ერთია პირველი მოსმენით განხილული, ეს არის საარჩევნო ბარიერის საკითხი და ისიც კიდევ გადახედვას მოითხოვს მეორე მოსმენამდე, ანუ წინასწარ განხილვას კომიტეტის თუ დაინტერესებულო ექსპერტების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. დანარჩენი საკითხები, რაც შეეხება გენერალური პროკურორის არჩევას, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს, სასამართლო რეფორმას, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის საკითხს, ამას წინასწარი განხილვა არანაირად არ ჰქონია კომიტეტებში და საერთოდ ამ თემებთან მიმართებაში რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნა იყო ფაქტობრივად ულტიმატუმი, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ეს წინადადებები წინასწარი ყოველგვარი განხილვის გარეშე მიგვეღო და პირდაპირ რიგგარეშე სესიაზე. ამ ულტიმატუმს შეუერთდა პრეზიდენტი, რაც არასწორია სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც ნამდვილად არ წაადგება არსებულ სიტუაციას“,- აღნიშნა მან.

კითხვაზე, რიგგარეშე სესიის ფარგლებში ჩაატარებენ თუ არა კომიტეტებს და სხდომებს, ვოლსკი აცხადებს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება.

„რასაკვირველია არ შეიძლება ამის გაკეთება. იმიტომ კი არა, რომ ვიღაცას ჯინში ვუდგავართ, საკითხებს განხილვა სჭირდება. დასახელებულია ყველა თარიღი, რომლის ფარგლებში უნდა განვიხილოთ განვიხილოთ 12 - პუნქტიანი გეგმის ცალკეული საკითხები და მოვემზადოთ შესაბამისად. შემდეგ უნდა გავიტანოთ ეს საკითხები პლენარულ სხდომაზე განსახილველად. ეს იმდენად ჩვეულებრივი პროცედურაა, რომ არ მეგონა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტი მიიღებდა გადაწყვეტილებას", - განაცხადა ვოლსკიმ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია