KIU-ში სტუდენტების მიერ შექმნილ ბიზნეს პროექტებს კერძო სექტორი დანერგავს

14 ივლისს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის „საინფორმაციო ტექნოლოგიები ინდუსტრიის განვითარებისთვის“ ფარგლებში, სტუდენტური ბიზნეს პროექტების გამოფენა გაიმართა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრნენ უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, კანცლერი მაგდა მაღრაძე, მენეჯმენტის სკოლის დეკანი ნათია ზედგინიძე, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის დეკანი რამაზ ბოჭორიშვილი, პროექტში ჩართული კომპანიები და სტუდენტები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა სტუდენტების მიერ შექმნილი ბიზნეს პროექტების პრეზენტაცია, ხოლო მოწვეულ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, გაცნობოდნენ და ადგილზე აერჩიათ KIU-ს სასწავლო ჰაბში შექმნილი შემდეგი ბიზნეს პროდუქტები: მარკეტინგის ონლაინ პლატფორმა, სასტუმროების ონლაინ პლატფორმა, ტურიზმის ონლაინ პლატფორმა, გაყიდვების ონლაინ პლატფორმა, სერვისების გაყიდვის ონლაინ პლატფორმა.

როგორც KIU-ს კანცლერმა მაგდა მაღრაძემ აღნიშნა, პროექტი ბიზნეს სექტორის წახალისებაცაა და ამავე დროს სტუდენტებისთვის კიდევ უფრო მეტი მოტივაცია.

„დღეს KIU-ს საგამოფენო სივრცეში 10-მდე ინოვაციური პროდუქტი შესთავაზეს ჩვენმა სტუდენტებმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს. პროექტები სწორედ მათ საჭიროებებზეა მორგებული და მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმარება სხვადასხვა ტექნოლოგიური პრობლემის გადაჭრაში. პროექტი თავის მხრივ ბიზნეს სექტორის წახალისებაცაა და ამავე დროს სტუდენტებისთვის კიდევ უფრო მეტი მოტივაციაა ბაზარს შესთავაზონ გამოწვევებზე მორგებული და მოთხოვნადი სერვისები. პროექტი #KIUInnivate-ის პლატფორმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია KIU-ში შეიქმნას ინოვაციების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების, ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემას, უნივერსიტეტისა და ინდუსტრიისა ერთობლივ პროექტებს, ასევე, კერძო-საჯარო პარტნიორობას,“ - განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

დავით გელუტაშვილი, კომპანია „ფრუტერას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მცირე ზომის ბიზნესებს მისცა ძალიან დიდი შესაძლებლობა დაიმკვიდრონ თავი ბაზარზე და ღირსეულად წარუდგნენ მომხმარებელს.

„სტარტაპებისთვის მსგავსი სახის პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ უჭირთ ფინანსური რესურსების მოძიება და ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც მომხმარებლისთვის მისაღები იქნება. ჩვენნაირი კომპანიებისთვის ეს დიდი მხარდაჭერა და ხელშეწყობაა“,- აღნიშნავს დავით გულუტაშვილი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, ამ ეტაპზე უკვე გაფორმდა ხელშეკრულებები კომპანიებთან, რომლებიც KIU-ს სტუდენტებისგან ინოვაციურ პროდუქტებს მიიღებენ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პროექტის ფარგლებში, უზრუნველყოფს სტუდენტების მიერ შექმნილი პროექტების დაფინანსებას, რაც კერძო სექტორისთვის ფინანსური რესურსის დაზოგვის კარგი საშუალებაა. KIU-ს მიერ დაფინანსებული 6 პროექტის გარდა, კომპანიებს დაინტერესების შემთხვევაში შეუძლიათ თავად აწარმოონ მოლაპარაკება პროდუქტის შემქმნელებთან და შეისყიდონ წარმოდგენილი პროექტი, ან მომსახურება.

რაც შეეხება პროექტს, მათივე ინფორმაციით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებით სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უკვე ექვს თვეზე მეტია ახორციელებს პროექტს „საინფორმაციო ტექნოლოგიები ინდუსტრიის განვითარებისთვის“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა სფეროში მოქმედი ბიზნესების ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაზრდას ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ცოდნითა და უნარებით აღჭურვის გზით. ასევე, შესთავაზოს ბიზნესებს ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტები და მიდგომები, რაც პირდაპირ მათ საჭიროებებზე იქნება მორგებული.

პროექტი ხორციელდება #KIUInnovate - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციების პლატფორმის ფარგლებში.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს