ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს INL-მა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციამ (DEA), ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ გახსნა.

სიტყვით გამოსვლისას მამუკა ჭელიძემ ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ხელმძღვანელს, სარა რუპერტს და ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ატაშეს საქართველოში, ჯენიფერ სვიდერს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაცემული ტექნიკური აღჭურვილობა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას შეუწყობს ხელს და გამომძიებლებს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის გამოვლენაში, აღკვეთასა და გავრცელების პრევენციაში დაეხმარება.

სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL) სამართალდამცავ სფეროში სხვადასხვა პროექტს ახორციელებს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობს კიბერდანაშაულის, კინოლოგიური სამსახურის განვითარების (K-9), ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და სხვა მიმართულებებით,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა