„ქართული ოცნება“ პარლამენტის რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს

საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატმა გივი მიქანაძეპარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პროცესის მიზანია არა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულება, არამედ პოლარიზაციის გაღრმავება. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ოპოზიციის დღის წესრიგი არ შეესაბამება რეგლამენტის მოთხოვნებს.

„18 ივლისიდან მოწვეულ ე.წ. რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პარალელურ, მოგონილ საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებით უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას. ჩვენი ფრაქციის 81 წევრიდან რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არავინ მიიღებს“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

მიქანაძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტის სხდომას არ დაესწრება და კვორუმი არ შედგება, სესია ვერ გაიხსნება.

„დღის წერიგში მოცემული ოთხივე საკითხი, საკომიტეტო მოსმენაზე არაა განხილული. რეგლამენტის მიხედვით კი, სანამ სესიაზე მოხდება საკითხის განხილვა, უნდა ხდებოდეს მისი გატანა კომიტეტზე და მისი მხარდაჭერის შემდეგ ეს საკითხი გადის სხდომაზე“,- განაცხადა გივი მიქანაძე.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა ოპოზიციის მოთხოვნა გაითვალისწინა და რიგგარეშე სესია 18 ივლისიდან მოიწვია.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია