ფინანსთა მინისტრი - 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2026 წლამდე, ყოველწლიურად საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება.

მისივე თქმით, 2026 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს ისე, რომ სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი საჯაროში სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი არ იყოს. მინისტრის განცხადებით, ახლა ეს მაჩვენებელი 74%-ს შეადგენს და სწორედ ამიტომ, მომდევნო წლებში, საჯარო სექტორში ხელფასები ყოველწლიურად 10%-ით იმისთვის გაიზრდება, რომ ეს პარამეტრები მიღწეული იქნას.

„მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განისაზღვრა ის პრინციპები, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხის დარეგულირება გრძელვადიან პერიოდში. შესაბამისად, განისაზღვრა გარკვეული მიმართულებები, თუ რას უნდა ეფუძნებოდეს საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების ნაწილი და ეს მიმართულებები არის შემდეგი: 2026 წლის 1-ელი იანვრიდან საბაზისო თანამდებობრივი სარგო იმ პროცენტული მაჩვენებლით უნდა განისაზღვროს, რა პროცენტულადაც ბოლო 4 კვარტლის განმავლობაში არასახელმწიფოს სექტორში საშუალო ხელფასი გაიზრდება და ასევე, 2026 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს ისე, რომ საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში არასახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი არ იყოს ანუ, განისაზღვრა ის დიაპაზონი, რა დიაპაზონშიც საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე კერძო სექტორთან შედარებით უნდა იყოს.

დღევანდელი მოცემულობით, საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე კერძო სექტორთან შედარებით, დაახლოებით, 74%-ს შეადგენს, რაც ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი გარკვეულწილად იცვლებოდა. 93-94%-იც კი იყო, თუმცა 2021 წლისთვის ეს მაჩვენებელი 74%-მდე არის შემცირებული.

ეს კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით, ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში 2026-წლამდე, ყოველწლიურად, საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება იმისთვის, რომ მიღწეული იქნას ის პარამეტრები, რომელზეც ჩვენ საუბარი გვქონდა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის