სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი, მის მიერ დაკავების დეტალებზე საუბრის შემდეგ, დაიხურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი, მის მიერ დაკავების დეტალებზე საუბრის შემდეგ, დაიხურა.

სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებას გოგაშვილის ოჯახის წევრების მხრიდან შეძახილები - „სირცხვილია“ და „გრცხვენოდეთ“ მოჰყვა.

პროკურორის, მაია სილაგაძის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მასალები გრიფით საიდუმლო დოკუმენტებს და პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, შესაბამისად, სხდომა დახურულ რეჟიმში უნდა გაგრძელებულიყო. თავის მხრივ, გოგაშვილის ადვოკატები ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ და პროცესის არა სრულად, არამედ ნაწილობრივ დახურვა მოითხოვეს.

„ვიცოდით, რომ პროკურატურას ექნებოდა საფუძველი დაეხურა პროცესი. თუმცა, საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს საქმის ნაწილობრივ დახურვასაც და როდესაც პერსონალური, ან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია არ იქნება, ასეთ შემთხვევაში არის შესაძლებლობა ნაწილობრივ დაიხუროს ეს პროცესი”, - აღნიშნა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე სასამართლო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

დაცვის მხარე გოგაშვილის 50 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს, ბრალდების მხარე კი - პატიმრობას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს