გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - წარმოიდგინეთ, თითქმის 10 თვეა ადამიანი ჰაერზე არ ყოფილა, მზე არ უნახავს, მე ძალიან მეჩქარება, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული

წარმოიდგინეთ, თითქმის 10 თვეა ადამიანი ჰაერზე არ ყოფილა, მზე არ უნახავს, მე ძალიან მეჩქარება, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცენტრ "ემპათიას" მიერ მომზადებული დასკვნა დროულად გასაჯაროვდეს და მას საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეს.

„იგივე სისუსტე აქვს, იგივე ბარბაცი. გუშინდელი დღის შემდეგ 1კილოგრამი მაქვს დაკლებულიო. არ ვიცი რა არის მიზეზი.

დღეს მგონი, რაღაც ანალიზების პასუხს ელოდებიან," - აღნიშნა გიული ალასანიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს ვერ შედგა და გადაიტანეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო