გალერეაში "ნოვო” ქრისტინე ტუსიაშვილის პერსონალურ გამოფენა - "ის რაც ჩემშია" გაიხსნება

19 ივლისს, გალერეაში "ნოვო”, გერმანიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანის ქრისტინე ტუსიაშვილის პერსონალურ გამოფენა - სახელწოდებით "ის რაც ჩემშია..." გაიხსნება.

გამოფენა ხელოვანის ბოლო წლებში შექმნილ ფოტო და ვიდეო ნამუშევრებს აერთიანებს.

ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით, ქრისტინე ტუსიაშვილი ერთდროულად როგორც ქართული, ასევე დასავლური კულტურების მემკვიდრეა და ეს გამოცდილება ხელოვანის შემოქმედებაში საინტერესოდ ისახება.

"ქრისტინე ტუსიაშვილის სამყარო ფერადია. ემპათიით სავსე ხედვა უსამართლობასა და ირონიასაც ცხადად არჩევს. შეიძლება ითქვას, რომ ავტორი ღრმად გვახედებს ადამიანური ყოფის ინტიმურ ასპექტებში. მისთვის მთავარ შინაარსს წარმოადგენს ემოციური გარემოსა და საგნების გარემოცვაში მოქცეული ადამიანი, ქალი, რომელიც მუდმივად ზღვარზეა. ავტორი გამოხატავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ქალი და საზოგადოება, სხეული და სექსუალობა, სიცოცხლე და ქვეცნობიერი. ის მნახველს კითხვებს უჩენს, თუმცა აიმედებს, ფიქრისა და ქმედებისკენ უბიძგებს", - აღნიშნულია გამოფენის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოფენა 19 ივლისს გაიხსნება და 11 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს