ანონსი 19 ივლისი

19 ივლისს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეხვედრა გაიმართება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე პრეზიდენტთან, კატრინ გიორინგ-ეკარდტთან და თანმხლები დელეგაციის წევრებთან.

მის.: პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი (B კორპუსი, II სართული)

19 ივლისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „მცოცავი ანექსია აფხაზეთში: ახალი ზღვისპირა ქალაქის აშენების გეგმა, რომლის უკან რუსეთი დგას. კრემლი აფხაზეთის ზღვისპირა ნაწილის ხელში ჩაგდებას და იქ რუსეთის მოქალაქეების დასახლებას ცდილობს“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

19 ივლისს, 10:55 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა გაიმართება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე პრეზიდენტთან, კატრინ გიორინგ-ეკარდტთან და თანმხლები დელეგაციის წევრებთან.

მის.: საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

19 ივლისს, 13:00 საათზე, ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ პოლიტიკურ საქმეში, სასამართლოს მიერ მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილების ახალ დეტალებზე, საქმის ადვოკატი, ზვიად კორძაძე პრესკონფერენციას გამართავს.

მის: გორგასლის #19 (ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიურო)

19 ივლისს, 18:00 საათზე, გალერეაში „ნოვო“, გერმანიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანის ქრისტინე ტუსიაშვილის პერსონალურ გამოფენა „ის რაც ჩემშია...“ გაიხსნება.

მის: ს. ჯანაშიას ქ. #13ა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო