გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო - დონეცკში რუსული ძალების ოპერაციული ტემპი და წინსვლის ინტენსიურობა, სავარაუდოდ, ძალიან ნელი იქნება

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსეთი ეფექტური შეტევითი საბრძოლო ძალის შესანარჩუნებლად იბრძვის და პრობლემა, სავარაუდოდ, სულ უფრო მწვავე ხდება.

„ისევე როგორც დაკომპლექტებასთან გამკლავების კუთხით, რუსი დამგეგმავები დგანან დილემის წინაშე დონბასში რეზერვების განლაგებასა თუ სამხრეთ-დასავლეთ ხერსონის სექტორში უკრაინის კონტრშეტევებისგან დაცვას შორის“, - აცხადებენ უწყებაში.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსეთის უშუალო პოლიტიკური მიზანი მთელი დონეცკის ხელში ჩაგდებაა და მიუხედავად იმისა, რომ მისმა ძალებმა შეიძლება კიდევ შეძლონ ტერიტორიული მიღწევები, მათი „ოპერაციული ტემპი და წინსვლის ინტენსიურობა, სავარაუდოდ, ძალიან ნელი იქნება“.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია