„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით „აგროჰაბმა“ სასათბურე მეურნეობა მოაწყო

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს და ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“ საქმიანობას აფართოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თანამშრომლობის ფარგლებში კომპანიამ შეიძინა და განახორციელა სათბურის რეკონსტრუქცია დაპროექტის ჯამური ღირებულება 2,2 მლნ. ლარს უტოლდება, ხოლო ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია 0,9 მლნ. ლარს შეადგენს.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 8,000 კვ.მ-ზე გაშენებული სათბური 137 ტონა პომიდვრისა და 110 ტონა კიტრის მოსავალს უზრუნველყოფს, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ ბაზარზე განხორციელდება.

“აგროჰაბის” ძირითადი კონცეფციაა 100% ნატურალური ქართული ნედლეულისგან დამზადებული პროდუქტები, რომელთა ხარისხიც წარმოების ყველა ეტაპზე, დახლზე მოხვედრამდე მრავალ საფეხურიან შემოწმებას გადის. მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობის ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ უფრო განვავითაროთ საქმიანობა და მომხმარებელს ნატურალური, ჯანსაღი პროდუქცია შევთავაზოთ“, - განაცხადა „აგროჰაბის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა გოცირიძემ.

ამასთან, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სანდრო ძაგნიძემ აღნიშნა, რომ ახალი სასათბურე მეურნეობა ხელს შეუწყობს კომპანიას უწყვეტ რეჟიმში შესთავაზოს მომხმარებელს ადგილობრივი, ნატურალური და მაღალი ხარისხის პროდუქცია.

„აგროჰაბს“ უკვე კარგად იცნობს მომხმარებელი მისი მაღალხარისხიანი და ნატურალური პროდუქტებით. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ კომპანიის მეტად განვითარებაში. ახალი სასათბურე მეურნეობა ხელს შეუწყობს კომპანიას უწყვეტ რეჟიმში შესთავაზოს მომხმარებელს ადგილობრივი, ნატურალური და მაღალი ხარისხის პროდუქცია. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს სამომავლო საქმიანობაში“,- განაცხადა სანდრო ძაგნიძემ.

ინფორმაციისთვის, „აგროჰაბი“ საქართველოში ნატურალური პროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტია. კომპანია თავად არის სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებელი - დანერგილი აქვს სერთიფიცირებული რძის გადამამუშავებელი ქარხანა, საქონლის, ღორისა და ფრინველის ფერმები, ხორც-პროდუქტების, პურფუნთუშეულის, საკონდიტრო, ნახევარფაბრიკატების და საკონსერვო საამქროები და ღვინის მარანი. თითოეული პროდუქტის ხარისხი სხვადასხვა სახის ლაბორატორიაში მოწმდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს