სართიჭალაში ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობა მოეწყო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, ქართულ-პოლონურმა კომპანიამ „აგრომაქს დეკორმა“ ლურჯი მოცვის ნერგების წარმოება დაიწყო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ, ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობის მოსაწყობად, ინვესტიცია 500 000 ლარზე მეტი განახორციელა, მათ შორის, 350 000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა.

„ქართულ-პოლონური ინვესტიციით შექმნილ სანერგე მეურნეობაში, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, ლურჯი მოცვის ნერგების წარმოება ხდება. მაშინ როდესაც, ჩვენი ახალი ბაღები ძირითადად, იმპორტირებული ნერგებით შენდება, მნიშვნელოვანია, რომ უკვე სანერგე მეურნეობა გვაქვს, რომელიც ბაზარს ადგილობრივი წარმოების ნერგებით მოამარაგებს“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, კომპანია „აგრომაქს დეკორის“ ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობის საქმიანობის გაცნობისას.

სამინისტროს ცნობით, სანერგე მეურნეობაში, სადაც ლურჯი მოცვის 4 ჯიშის 200 000 ერთეული ნერგი იწარმოება, 40 ადგილობრივია დასაქმებული. „აგრომაქს დეკორი“ სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“ ფარგლებში რეგისტრირებული კვალიფიციური სანერგეა.

სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსებულია 11 სანერგე მეურნეობა, ინვესტიციის ოდენობა 5 მლნ ლარს აჭარბებს, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება კი 3 მლნ ლარს აღემატება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო