ალეკო ელისაშვილი - ღარიბაშვილის წერილი რომ წავიკითხე, მინდოდა მიწა გამსკდარიყო - ურსულა ფონ დერ ლაიენს უგზავნის წერილს, აქ ერთი მდიდარი კაცია, შვეიცარიულ ბანკში აწვალებენ და თქვენც ნუ აწვალებთო

ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელიც აზერბაიჯანში ბუნებრივი რესურსის მიწოდების გაორმაგებაზე საუბრობს, ღარიბაშვილი იმის ნაცვლად, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხში ყოფილიყო ჩართული, წერილს უგზავნის, აქ ერთი მდიდარი კაცია, შვეიცარიულ ბანკში აწვალებენ და თქვენც ნუ აწვალებთო - პირადი კლერკი ხომ არ უნდა იყო მართლა?! - ასე ეხმიანება "მოქალაქეების" დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან პრემიერ- მინისტრის წერილს, რომელიც მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფინ დერ ლაიენს გაუგზავნა.

ელისაშვილის თქმით, აზერბაიჯანში ურსულა ფონ დერ ლაიენი გაზის და ნავთობის მიწოდების გაორმაგებაზე სასაუბროდ იყო ჩასული, რაც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციების გაზრდისთვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა, ამ ყველაფერმა შესაძლოა, ქვეყანას გვერდი აუაროს, რადგან "ქართული ოცნება" ივანიშვილის საბანკო ანგარიშებით არის დაკავებული.

„ღარიბაშვილის წერილი რომ წავიკითხე გუშინ, სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი, მინდოდა მიწა გამსკდარიყო. თან წერილს უგზავნის ადამიანს, რომელიც ამ დროს აზერბაიჯანშია ჩასული და ნავთობის და გაზის მიწოდების გაორმაგებაზე საუბრობს, იგულისხმება საქართველოც, რომ სატრანზიტო ფუნქციები გაიზარდოს ქვეყნის. იმ დროს სადღაც იქვე უნდა ყოფილიყო ღარიბაშვილი, რომ ამ მეტად მნიშვნელოვან, სახელმწიფოებრივ საკითხში ყოფილიყო ჩართული და ამ დროს უგზავნის წერილს, აქ ერთი დიდი მდიდარი კაცია, შვეიცარიულ ბანკში აწვალებენ და თქვენც ნუ აწვალებთო. პირადი კლერკი ხომ არ უნდა იყო მართლა?! სირცხვილით სად წავსულიყავი, არ ვიცოდი, მით უმეტეს გვერდზე ხდება ასეთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ამბავი, რომ შენი ტერიტორიის გავლით გაორმაგდეს ბუნებრივი რესურსის მიწოდება, მაგრამ თუ ასე წაუყრუებ, შეიძლება აღარ გაიაროს იმ ნავთობმა და გაზმა საქართველოზე. მეტ-ნაკლებად ლაგდებიან სომხეთი და აზერბაიჯანი და შეიძლება აგვიაროს ამ ყველაფერმა, რადგან ამ დროს ჩვენი პრემიერ-მინისტრი დაკავებულია ერთი კაცის პირადი საბანკო ანგარიშების მოგვარებით. „ქართულმა ოცნებამ" უნდა გაიაზროს, რომ ერთი კაცის მომსახურების სააგენტო კი არ არის, ეს არის ქვეყანა და სახელმწიფო, რომელსაც განვითარება სჭირდება", - განაცხადა ელისაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიას მოუწოდებს, მკაფიო პოზიცია გამოხატოს ევროპარლამენტის რეზოლუციაში გამოთქმულ „უსაფუძვლო ბრალდებებზე“ და ასევე, გაემიჯნოს კომისიის შეფასებით დოკუმენტში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. ამის შესახებ პრემიერი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის მიმართ ევროპული კომისიის მიერ მკაფიო პოზიციის გამოხატვა არის აუცილებელი პირობა, რათა ქართველ ხალხს ევროპული სტრუქტურების მიმართ უსამართლობის განცდა არ გაუღრმავდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა