ილია დარჩიაშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ვლადიმირ ნოროვს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს, ასევე მიესალმნენ საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას.

„მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის მიმდინარე პოლიტიკური კონსულტაციები ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში განვითარების კარგ საფუძველს ქმნის. ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაძლიერების მაღალ პოტენციალს ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით. დიპლომატებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერ ურთიერთობებზეც.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას მადლობა გადაუხადა კოვიდ-19-ის პანდემიის საწყის ეტაპზე საქართველოსთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო თანამშრომლობის განვითარებას მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ არსებობს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და გაფართოების მზაობა და პოტენციალი.

მხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის 2022-2024 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამას. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა საქართველოში ვიზიტით მოიწვია“,- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა