კომპანია „მოდუსი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

კომპანია „მოდუსი“ ქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელზე მეტს ითვლის, - ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესმენთა ასოციაცია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ დროთა განმავლობაში, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაიხვეწა და მრავალფეროვანი გახდა კომპანიის მომსახურების არეალი. აქტიურად დაიწყო უცხოური ბაზრის შესწავლა და ქართულ რეალობასთან ადაპტირება.

„მოდუსი“ სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. მოდუსის თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან.

„მივესალმებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალ წევრს BAG-ის დიდ ოჯახში. აღსანიშნავია, რომ კომპანია „მოდუსი“ არის ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიდერი. მისი მენეჯმენტი და მთლიანად გუნდი ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის შეთავაზებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დასახული მიზნების მიღწევისთვის. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა და დარწმუნებული ვართ, რომ წინ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმე გველოდება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა