იური ნოზაძე პროექტის „Global Forest Watch შესაძლებლობების გაფართოება კავკასიის რეგიონში“ საზედამხედველო კომიტეტის შეხვედრას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე პროექტის „Global Forest Watch შესაძლებლობების გაფართოება კავკასიის რეგიონში“ საზედამხედველო კომიტეტის შეხვედრას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში პროექტით დაგეგმილი საქმიანობების დღემდე განხორციელებული ქმედებების შედეგები, ასევე, შუალედური შეფასებები და შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს.

„აღნიშნული პროექტის მიზნები სრულ შესაბამისობაშია გლობალური გარემოსდაცვითი კონვენციის მიზნებთან, როგორიცაა გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენცია, კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია და ბიომრავალფეროვნების დაცვის კონვენცია. მნიშვნელოვანია პროექტის გაგრძელებისა და მიზნების საკითხებზე მსჯელობა, როგორც ეროვნულ დონეზე, ისე რეგიონულ კონტექსტში“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

პროექტის „Global Forest Watch შესაძლებლობების გაფართოება კავკასიის რეგიონში“ მიზანია ხელი შეუწყოს კავკასიის რეგიონში მიწის მართვის გამჭვირვალობას და ლანდშაფტების მოვლა-აღდგენის გამოწვევების დაძლევას, ინოვაციური და მომხმარებლისთვის ადვილი ინსტრუმენტების დანერგვის გზით ტყის, ასევე, სხვა მწვანე საფარის ზრდისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

,,პროექტი „Global Forest Watch - შესაძლებლობების გაფართოება კავკასიის რეგიონში“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ არის დაფინანსებული. პროექტს ახორციელებს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP), მსოფლიო რესურსების ინსტიტუტთან (WRI), „კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან“ (REC) და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამის სამინისტროებთან ერთად. შეხვედრას საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მთავრობების, ასევე, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის, მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის, მსოფლიო ბანკის და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა