მიხეილ ყაველაშვილი - კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? - იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა

კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? - იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ კითხვას ბიძინა ივანიშვილმა უნდა უპასუხოს.

„მე რომ გავემიჯნე "ქართულ ოცნებას", ამის პირობაზე გავემიჯნე, რომ საზოგადოებას ღიად ვესაუბრებოდი. წრედი იკვრება. ევროპარლამენტის რეზოლუცია შეურაცხყოფას აყენებს ქართულ სახელმწიფოს, თქვენ არავინ ხართ, მონები ხართ და ერთი ადამიანი გმართავთო, ეს ჩაწერეს პირდაპირ რეზოლუციაში და ამაზე პასუხი არ შეუძლია გასცეს პრემიერს? ეს რა მონური დამოკიდებულებაა?! წრედი იკვრება - 20 ივნისი, 3 ივლისის მოთხოვნები, ეს მხარდაჭერა კელი დეგნანის, არასამთავრობო ორგანიზაციები, გადახდილი ფული ამერიკის სახელმწიფოს მხრიდან, ეს კითხვები იბადება, რომ რაღაც ძალას სურს და ფაქტია, ეს 6 თვეც ამიტომ გადაიდო, რომ ამ ძალამ ვერ შეძლო რევოლუციური სცენარის განვითარება. აქედან გამომდინარე ახლა იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? ხომ არ მოსთხოვეს მას რაიმე და ხომ არ ხდება ამის კვალობაზე შანტაჟი, რადგან ეს ადამიანი გასულია, არაფერში ერევა.

იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა, ამ ეტაპზე მე ამაზე არ ვისაუბრებ, არ მაქვს უფლება ამაზე საუბრის, თუმცა, თუ კითხვებზე პასუხი არ გაეცემა, მივმართავთ ბიძინა ივანიშვილსაც, რადგან კითხვები სახელმწიფოს ეხება.

ვალდებულია (უპასუხოს), ადამიანს ქვეყნის განვითარევაში ხელის შემშლელად აღიქვამენ და ეს რას ნიშნავს?!

ხომ არ იყო პირდაპირი კავშირი კელი დეგნანსა და ივანიშვილს შორის? ამ ადამიანს პირდაპირ შეეხნენ. ივანიშვილის პასუხი არ გაინტერესებთ? მე მაინტერესებს, ამ პროცესში განზე როდემდე უნდა იყოს, სახელმწიფოს განვითარებას ეხება, ეს ადამიანები არ ჩერდებიან, აგრძელებენ გაურკვეველი მიზეზების ძიებას და დროა გამოვიდეს და პასუხი თქვას,"- განაცხადა ყაველაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები