ნიკა გვარამიას ადვოკატის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ სხდომის 2-თვენახევრით გადადება კანონით გათვალისწინებული ვადების დარღვევაა

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, მსჯავრდებულ ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სხდომის 2-თვენახევრით გადადება კანონით გათვალისწინებული ვადების დარღვევაა.

როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, კანონის თანახმად, სასამართლოს საქმის განხილვა 14 სექტემბრამდე უნდა დაესრულებინა.

„დღევანდელი სასამართლო სხდომა დაიწყო მოსამართლის განცხადებით, რომელმაც განმარტა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ვადაში ჩაინიშნა პირველი სხდომა, რაც ნამდვილად ასეა, უბრალოდ, იმავე მუხლის სხვა ნაწილი განსაზღვრავს საქმის განხილვის ვადას და ამ შემთხვევაში, კანონის თანახმად, სასამართლოს 14 სექტემბრამდე უნდა დაესრულებინა საქმის განხილვა და გამოეტანა განაჩენი, ამის საპირისპიროდ პროცესის ბოლოს, გაუგებარი მიზეზით გვითხრა, რომ 4 ოქტომბრამდე არ შეუძლია მომდევნო სხდომის დანიშვნა. ეს ცალსახად არის კანონის მოთხოვნათა დარღვევა, ბუნებრივია, სასამართლოსაც არ დაუწყია საპირისპიროს მტკიცება, რადგან შეუძლებელია, თეთრზე ამტკიცო შავი. ფაქტია, რომ კანონით გათვალისწინებული ვადა ირღვევა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ თურმე, შეუძლებელია შვებულებების ერთმანეთთან შეთანხმება და ისე ორგანიზება, რომ კანონით გათვალისწინებული ვადა არ დაირღვეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით, იმ პირობებში, როცა ევროპარლამენტის რეზოლუციის შინაარსი ვიცით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა არაერთმა ევროპარლამენტარმა მიუთითა, რომ აკვირდებიან ყურადღებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამ საქმეზე და ეს საქმე პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მისივე თქმით, ნიკა გვარამია პოლიტიკური მოტივაციით იდევნება.

"კარგია, რომ საქმის მასალებს დაერთო უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემული სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში არც ერთი პირის მიმართ არ ყოფილა პატიმრობა გამოყენებული 220-ე მუხლზე, ეს არის მუხლი, რომლის საფუძველზეც ნიკა გვარამია პატიმრობაში იმყოფება“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი 4 ოქტომბრისთვის გადაიდო.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა