ირაკლი კობახიძე - ივანიშვილს არ სჭირდება არავის, მათ შორის არც ჩვენი დაცვა, იქით შეიძლება დაიცვას ბევრი - მნიშვნელოვანია ევროკომისია გაემიჯნოს უპასუხისმგებლო დოკუმენტს, სადაც ითხოვენ სააკაშვილი-გვარამიას გათავისუფლებას და ივანიშვილის დასჯას

ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება არავის და მათ შორის არც ჩვენი დაცვა - წერილის შინაარსი შეთანხმებული გვქონდა, შესაბამისად, პასუხისმგებლობას ვიღებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, მთავარი საზრუნავი არა კონკრეტულ პირის გაფრთხილება, არამედ ისაა, რომ ოლიგარქიული მმართველობის დაბრალება სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენებაა.

ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება არავის და მათ შორის არც ჩვენი დაცვა. იქით შეიძლება დაიცვას ძალიან ბევრი. მთავარი საზრუნავი არის არა ის, რომ კონკრეტულ პირს გავუფრთხილდეთ, (თუმცა ესეც შეიძლება იყოს ჩვენი საზრუნავი, რადგან ეს კაცი ჩვენი დამფუძნებელია) არამედ ის, რომ როდესაც ოლიგარქიულ მმართველობას გაბრალებენ, ეს არის ზიანის მიყენება ჩვენი სახელმწიფოსთვის.

ამ წერილის შინაარსი შეთანხმებული გვქონდა. პრემიერმა მე და გუნდი ჩაგვაყენა საქმის კურსში, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გვქონდა, შესაბამისად პასუხისმგებლობას ვიღებთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ პრემიერის წერილის მიზანს განმარტავს და ამბობს, რომ მმართველ გუნდს სურს, ევროკომისიის დოკუმენტი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციისთვის არ იყოს გამოყენებული.

„წერილის მიზანი არის რა - არსებობს ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავებისთვის იყენებს. ასევე არის ევროკომისიის შეფასების დოკუმენტში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერი, რასაც რადიკალური ოპოზიცია და მისი ლობისტები პოლარიზაციისთვის იყენებენ. ჩვენ გვინდა, რომ ევროკომისიის დოკუმენტი არ იყოს გამოყენებული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციისთვის. ზუსტად ამას ემსახურებოდა პრემიერის წერილი ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ. ეს არის ამ წერილის არსი და მიზანი. რაც შეეხება 12 პუნქტს - ყველამ კარგად იცის, რომ წარმოვადგინეთ ამ გეგმის შესრულების კონკრეტული გრაფიკი პასუხისმგებელი სუბიექტებით, ვადებით, ასე რომ ამ თემასთან დაკავშირებით კითხვა არ არსებობს“,- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდის ყოფილი წევრების თქმით, წერილის სტილი ბიძინა ივანიშვილის სტილს ჰგავს, კობახიძე ამბობს: „რომელი სტილის სპეციალისტები ეგენი მყვანან?!“

„ერთ მარტივ რამეზეა საუბარი - მნიშვნელოვანია ევროკომისია გაემიჯნოს იმ უპასუხისმგებლო დოკუმენტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც ითხოვენ სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლებას და ივანიშვილის დასჯას. ამისგან გამიჯვნა იქნებოდა პროდუქტიული პოლარიზაციის შემცირებისთვის“,- განაცხადა კობახიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია