გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი - გვსურს, საქართველომ რეალობად აქციოს თავისი ევროპული პერსპექტივა, ამ გზაზე გერმანია მხარს დაუჭერს საქართველოს

ჩამოვედი, რომ განმეცხადებინა: ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ რეალობად აქციოს თავისი ევროპული პერსპექტივა. ამ გზაზე გერმანია მხარს დაუჭერს საქართველოს, -ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კატრინ გიორინგ-ეკარდტმა დღეს თბილისში ვიზიტისას განაცხადა.

როგორც საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, იგი დღის პირველ ნახევარში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

მას ასევე ჰქონდა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ შალვა პაპუაშვილთან.

შეხვედრების თემები იყო ევროპასა და საქართველოში არსებული ვითარება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განსახორციელებელი პრიორიტეტების პროცესი საქართველოში.

გიორინგ-ეკარდტმა მოუწოდა საქართველოს, შეუპოვრად მიჰყვეს ევროპულ გზას და მტკიცედ განახორციელოს საჭირო რეფორმები.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი