აშშ-ის ელჩი ყაველაშვილის განცხადებაზე - არ შემიძლია, დავადასტურო ვიღაცის ჭორები, რადგან არ ვიცი, რაზე საუბრობს ის

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის დღევანდელ განცხადებას არ იცნობს და მასზე ვერ ისაუბრებს.

ელჩის თქმით, მას არ შეუძლია დაადასტუროს „ჭორები“, რადგან არ იცის, რაზე საუბრობს ის.

„მესტიასა და ზუგდიდში ვიყავი. მთელი დღის განმავლობაში პოზიტიურ და შთამბეჭდავ ქართველებს ვსტუმრობ. თვალყურს არ ვადევნებ თბილისში რაც ხდება და ეს საქართველოს რეგიონებში მოგზაურობის ერთ-ერთი მშვენიერი რამაა. მე არ შემიძლია დავადასტურო ვიღაცის ჭორები, რადგან არ ვიცი, რაზე საუბრობს ის“, - აღნიშნა ელჩმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, „კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? - იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს