ვლადიმერ პუტინი ირანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მედიის ცნობით, ეს კრემლის ლიდერის მხოლოდ მეორე უცხოური ვიზიტია მას შემდეგ, რაც თებერვალში უკრაინაში შეჭრა დაიწყო.

პუტინი თეირანში ირანის პრეზიდენტს ებრაჰიმ რაისის შეხვდა. მოგვიანებით, ის ირანის უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

განსახილველ საკითხებს შორისაა მარცვლეულის ექსპორტი, სირიისა და უკრაინის კონფლიქტები.

როგორც დასავლური მედია წერს, ვიზიტი არის შანსი რუსეთისთვის, გააღრმავოს კავშირები ირანთან, რომელიც კრემლის ერთ-ერთი დარჩენილ საერთაშორისო მოკავშირეთა შორისაა.

რაისთან შეხვედრის შემდეგ, პუტინმა განაცხადა, რომ ურთიერთობები ირანსა და რუსეთს შორის "კარგი ტემპით ვითარდება".

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა აძლიერებს კავშირებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოება, ვაჭრობა და „სირიის კრიზისის მოგვარება“.

ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განცხადებებს, რომ უკრაინაში ომისთვის, თეირანი რუსეთისთვის ასობით დრონის მიწოდებას გეგმავდა. დღეს რუსულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა „გაზპრომმა“ კი ხელი მოაწერა 40 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ახალ ხელშეკრულებას ირანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია