გივი მიქანაძე აშშ-ის ელჩის განცხადებაზე - გაგვიჩნდა კითხვები, არის თუ არა სასამართლო ხელისუფლებაზე გარკვეული ზეწოლა - პასუხი, რომელიც არის წარმოდგენილი, არ არის სრულყოფილი

ვფიქრობთ, რომ პასუხი, რომელიც არის წარმოდგენილი, არ არის სრულყოფილი პასუხი იმ კითხვებზე, რომელიც გაჟღერდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის დღევანდელ განცხადებას, რომელიც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებასთან დაკავშირებით მედიასთან გააკეთა.

გივი მიქანაძის შეფასებით, ურთიერთობის ფორმა, რომელიც აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელსა და მოსამართლეს შორის გამოიხატა, არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშნების გამჩენი.

„მე არ მახსოვს პრეცედენტი იმისა, რომ მოსამართლეს გაეკეთებინოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მან მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება, კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში, არ აქვს მნიშვნელობა ვისი საქმის განხილვას ეხება და ამასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი მივიდა იმისთვის, რომ მისგან გარკვეულწილად ახსნა განმარტება მიეღო, თუ რამ გამოიწვია ის, რომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, რატომ იყო შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა. აქედან გამომდინარე ჩვენ უბრალოდ გაგვიჩნდა კითხვები, ეს არის თუ არა სასამართლო ხელისუფლებაზე გარკვეული ზეწოლა, ეს არის თუ არა სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევა. ეს არ არის სრულფასოვანი პასუხი.

გასაგებია, რომ მათ, ისევე როგორც ყველა მოქალაქეს, შეუძლია დააფიქსიროს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პოზიცია, მაგრამ აქ არის საუბარი რაზე? სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი, ვიღაცას მოსწონს თუ არ მოსწონს, სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას და ამასთან დაკავშირებით ის ფორმა ურთიერთობის, რომელიც გამოიხატა, არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშნების გამჩენი ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პასუხი, რომელიც არის წარმოდგენილი, არ არის სრულყოფილი პასუხი იმ კითხვებზე, რომელიც გაჟღერდა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა