„პარალეგალთა“ გადამზადების პირველი ეტაპი დაიწყო

„პარალეგალთა“ გადამზადების პირველი ეტაპი დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იურიდიული დახმარების სამსახურიდან აცნობეს, საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და თითოეული ადამიანის მართლმსაჯულებაზე ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის იურიდიული დახმარების სამსახური არაერთ საინტერესო ინიციატივას ახორციელებს. ამ მიზნით, 2022 წლის 18 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს Usaid-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, პირველად საქართველოში, აჭარის რეგიონში დაიწყო ახალი პროექტი სახელწოდებით "პარალეგალები".

პროექტი „პარალეგალი“ აერთიანებს საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პროფესიით იურისტები არ არიან, გადიან სპეციალურ ტრენინგებს სამართლებრივ საკითხებში და ექნებათ შესაძლებლობა პირველადი იურიდიული დახმარება გაუწიონ გარშემომყოფებს, ახლობლებს, მეზობლებს, მეგობრებს - ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც მათ ამის შესახებ მიმართავს.

პროექტის ფარგლებში სამსახურს საქართველოს მასშტაბით ექნება პარალელების ქსელი (არაიურისტი პირების რეესტრი), რომლის საშუალებითაც ადგილობრივ მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია მათი უფლებების ასევე უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ და გაეწევა პირველად სამართლებრივი კონსულტაცია.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „პარალეგალი“ შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც არ არის იურისტი თუმცა, სამსახურში გადამზადების შესაბამისად შეიძენს იურისტისათვის საჭირო გარკვეული ცოდნასა და უნარებს. „პარალეგალებს“ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა სამსახურის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში. ნებისმიერ მსურველს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, რომელსაც აქვს სურვილი და ინტერესი წვლილი შეიტანოს ადამიანის უფლებების დაცვისა და განხორციელების საქმეში, ასევე მშვიდობიანი სამართლებრივი გარემოს დამკვიდრებაში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში შეუძლია შემოუერთდეს სამსახურის ინიციატივას და გახდეს“პარალეგალი“. ამისათვის მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა 2022 წლის 1-ლი აგვისტოდან დაუკავშირდნენ სამსახურს და დარეგისტრირდნენ „პარალეგალად“.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

„განსაკუთრებული მადლობა Usaid/Georgia-ს, Usaid- ის სამართლის უზენაესობის პროგრამას და ევროპის საბჭოს საბჭოს (council of europe) პროექტის მხარდაჭერისა და სამსახურთან აქტიური თანამშრომლობისათვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა