BTU დუბაიში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას გამართავს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მხარდაჭერით და თანაორგანიზებით, ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაციის (EUMMAS) მიერ, დუბაიში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2023 წელს გაიმართება.

ღონისძიება არაბთა გაერთიანებული საემიროების წამყვან უნივერსიტეტში, Skyline University College (SUC)-ში გაიმართება და მასში მონაწილეობას 30 უცხოური უნივერსიტეტი და ბიზნესის სკოლები 20 სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღებენ. კონფერენცია, რომელიც 2023 წლის 21-23 თებერვალს გაიმართება, გლობალურ, სოციალურ, ტექნოლოგიურ განვითარებასა და მდგრადობას შეეხება. კონფერენციას მიწვეული საპატიო მომხსენებლის სტატუსით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი და EUMMAS-ის აკადემიური კონსორციუმის პრეზიდენტი, ნინო ენუქიძეც დაესწრება.

კონფერენცია 5 სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს და მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ მეტი საერთაშორისო გამოცდილება და შეიძინონ ახალი პარტნიორები:

  • ინოვაციური პროექტების Pitching;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსი;
  • სამეცნიერო კონფერენცია;
  • ბიზნესისა და საჯარო მმართველობის ფორუმი;
  • ქალთა ფორუმი.

მასშტაბურ ღონისძიებაზე, სპეციალურად მოწვეული პროფესორების პანელი დაეთმობა შემდეგ თემებს:

  • ბიზნესისა და საზოგადოების ციფრული ტრანსფორმაცია;
  • გლობალიზაცია, ეკონომიკა და საერთაშორისო ბიზნესი;
  • მდგრადი განვითარება: განახლებადი ენერგიები და ბუნებრივი რესურსები;
  • ინოვაცია და მეწარმეობა;
  • საჯარო მმართველობა და ადმინისტრირება;
  • ციფრული მარკეტინგი, ბრენდინგი და სოციალური მედია მენეჯმენტი;
  • ორგანიზაციული ქცევა, ლიდერობა და მოტივაცია;
  • ფინანსური მენეჯმენტი და ინსტიტუციები: მომავლის ტრენგები და ტექნოლოგიები;
  • ფინანსური აღრიცხვის სისტემები და აუდიტი;
  • მდგრადი ტურიზმი და სტუმარ-მასპინძლობის მენეჯმენტი;
  • ბიზნეს ანალიტიკა და პროცესების ავტომატიზაცია;
  • განვითარებადი ტექნოლოგიები - AI და Machine Learning.

ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულთა, რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულებზე:

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასპინძელი დუბაიში, Skyline University College (SUC) 1990 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე სტუდენტებს სთავაზობს ინოვაციურ პროგრამებს მიმართულებით: ადამიანური რესურსები, საჯარო მმართველობა, ინოვაცია და მეწარმეობა, ავიაცია, სტუმარ-მასპინძლობა, ტურიზმი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მარკეტინგი, საერთაშორისო ბიზნესი და სხვა.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა