მაღალი ძაბვის ქვესადგურში „პლატო ნუცუბიძე“ სარემონტო სამუშაოები ჩატარდა

„თელასის” 2022 წლის სარემონტო პროგრამის ფარგლებში, ქვესადგურში „პლატო ნუცუბიძე“ მაღალი ძაბვის ელექტროდანადგარებს გეგმური რემონტი ჩაუტარდა.

კომპანიის ცნობით, შემოწმდა ქვესადგურის სარელეო დაცვის და ავტომატიკის მოწყობილობები. 110-კილოვოლტიან ელექტროდანადგარებსა და ძალოვან ტრანსფორმატორებს ჩაუტარდა დიაგნოსტიკა და ელექტრული გაზომვები. გაიზომა 10/6კვ გამანაწილებელი მოწყობილობის საიზოლაციო მახასიათებლები. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება 12 262 აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხი და საიმედოობა. ქვესადგურიდან „პლატო ნუცუბიძე“ ელექტროენერგია მიეწოდება პლატო ნუცუბიძის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და სოფელი ლისის აბონენტებს.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი ქსელური კომპანიაა საქართველოში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ემსახურება 700 ათასზე მეტ აბონენტს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე შპს "ბესტ ენერჯი გრუპ"-ის საკუთრებაა.www.telasi.ge

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა