მიხეილ ხიდურელი - ლოკაციების კონსულტანტების მსხვილი ორგანიზაციის პარტნიორობა შესაძლებლობას მოგვცემს, ახალ სეგმენტს გავაცნოთ საქართველოს საინვესტიციო შეთავაზება

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ლოკაციის კუნსულტანტების გილდიის პარტნიორი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაცია წარმოადგენს წამყვან ასოციაციას, რომლის წევრები, ორგანიზაციები და ექსპერტები მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს საინვესტიციო ლოკაციების შერჩევის სერვისითა და რჩევებით უზრუნველყოფენ.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, ლოკაციების კონსულტანტებთან მუშაობა სააგენტოს ერთ-ერთი ინოვაციაა და ამ მიმართულებით მსოფლიოს უმსხვილესი ორგანიზაციის პარტნიორობა წინ გადადგმული ნაბიჯია.

„ლოკაციების კონსულტანტების უმსხვილესი ორგანიზაციის პარტნიორობა შესაძლებლობას მოგვცემს, ახალ სეგმენტს გავაცნოთ საქართველოს საინვესტიციო შეთავაზება“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

მათივე ინფორმაციით, ლოკაციების კონსულტანტთა გილდიის პარტნიორობის პროგრამა გულისხმობს ასოციაციის ღონისძიებებსა და მის წევრებთან პირდაპირ წვდომას, რითაც სააგენტოს შესაძლებლობა ეძლევა, საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და მისი უპირატესობების შესახებ აამაღლოს ცნობადობა გილდიის წევრ ლოკაციის კონსულტანტებთან. ხსენებულ პარტნიორობის პროგრამაში გაწევრიანება კიდევ ერთი ნაბიჯია, ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენის, ასევე საქართველოს მიმართ პოტენციური ინვესტორების ინტერესისა და ნდობის გაზრდის კუთხით.

„ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან თანამშრომლობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. აღნიშნული მიზნით, გასული ორი წლის განმავლობაში შედგა კონსულტანტების ტურები ქვეყანაში და სააგენტო მიმდინარე წლის შემოდგომაზე კვლავ გეგმავს ორგანიზება გაუწიოს საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების გაცნობით ტურს საქართველოში, რომლის ფარგლებში საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები ადგილზე გაეცნობიან საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს